Belive

რეალს ლა ლიგაში 36-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მადრიდის "რეალმა" "ბეტისი" მიიღო და მეტოქე კილიან მბაპეს დუბლით - 2:0 დაამარცხა. ფრანგი თავდამსხმელისთვის ეს პირველი გოლები იყო ესპანეთის ჩემპიონატში. აღსანიშნავია, რომ რეალი გამორჩეულ სვლას აგრძელებს, სამეფო კლუბი, ესპანეთის ჩემპიონატში, ბოლოს, წინა წლის 24 სექტემბერს, "ატლეტიკოსთან" (1:3) დამარცხდა, მას შემდეგ კი გუნდს 36-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (26 მოგება და 10 ფრე). რეალის წინა რეკორდი 30 წაუგებელი მატჩისგან შედგებოდა, დედაქალაქის კლუბმა 1988 წლის მაისიდან 1989 წლის აპრილამდე არ წააგო.

მშვენიერი მომენტია. ამ ლეგენდარულ, მსოფლიოში საუკეთესო სტადიონზე გოლის იმედი მქონდა, მაგრამ მთავარი გამარჯვებაა. "ლას პალმასთან" თამაშის შემდეგ მნიშვნელოვანი იყო მოგება. რთულად გამოვიდა, მაგრამ ჩვენ მადრიდის რეალი ვართ.

ვალვერდემ ისეთი პასი მომცა, რომ ვერც კი აღვწერ რა მოხდა. ვიგრძენი, რომ ბურთი ჩემკენ მოდიოდა და ინსტიქტურად გავიტანე. აქ ყოფნა ოცნებაა. იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტს გავიტან და ისევ დავიმსახურებ აპლოდისმენტებს - განაცხადა მატჩის შემდეგ კილიან მბაპემ

ზედიზედ წაუგებელი მატჩების რაოდენობით, რეკორდი "ბარსელონას" ეკუთვნის, კატალონიელებმა ბრწყინვალე მიღწევა 2017 წლის 8 აპრილიდან, 2018 წლის 13 მაისამდე დააფიქსირეს, სადაც გუნდმა ჩემპიონატის 43 თამაში არ წააგო.

რეალის მომდევნო მეტოქე 14 სექტემბერს, "რეალ სოსიედადი" იქნება. სამეფო კლუბი სტუმრად ითამაშებს.

სხვა სტატიები