Belive

რატომ მოხვდნენ ტრავმირებული რუი და პოლიტანო ნაპოლის განაცხადში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სეზონის და ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის, რომელშიც "ნაპოლი" "უდინეზეს" სტუმრად დაუპირისპირდება და მესამე სკუდეტოს გაფორმებას შეეცდება, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ტრავმირებული ფეხბურთელები, მარიო რუი და მატეო პოლიტანო განაცხადში შეიყვანა.

როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ სპალეტის სურს ორივე ფეხბურთელმა, რომელმაც ამ შთამბეჭდავ სეზონში თავისი წვლილი შეიტანა, მიუხედავად იმისა, რომ თამაშს ვერ მოახერხებენ, განაცხადში იყვნენ და ჩემპიონობა გუნდთან ერთად იზეიმონ. სწორედ ამიტომ, ესპანელი და იტალიელი ფეხბურთელები გუნდთან ერთად უდინეში გაემგზავრნენ.

იმისთვის, რომ "ნაპოლი" ჩემპიონი გახდეს, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს იტალიის ჩემპიონატში დარჩენილ 6 ტურში კიდევ 1 ქულის მოპოვება სჭირდება - შესაბამისად, უდინეში მოპოვებული სულ მცირე 1 ქულა სამხრეთელებს ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოაგებინებს.

“ნაპოლი” “უდინეზეს” სტუმრად 4 მაისს დაუპირისპირდება და შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები