Belive

მაცარი რეალთან მატჩის წინ: ,,ნაპოლიმ შარშანდელი სულისკვეთება უნდა დაიბრუნოს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ბერგამოში ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხვალ კი გამოცდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდის წინააღმდეგ გვაქვს. მინდა, რომ ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშოთ.

განსაკუთრებულ ემოციებს არ ვგრძნობ, უკვე მრავალი წელია, რაც მწვრთნელი ვარ. უბრალოდ, ვფიქრობ, რისი გაკეთებაა საჭირო, მნიშვნელობა არ აქვს, ამ დონის თამაში იქნება თუ სხვა... ვიცით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებით, რომელსაც დიდებული მწვრთნელი ჰყავს.

რას მოველი ჩემი ფეხბურთელებისგან? რამდენადაც შესაძლებელია, ვცდილობთ, რომ შარშანდელ სეზონს მივუახლოვდეთ. გუნდმა სულისკვეთება უნდა დაიბრუნოს და მე ფეხბურთელებს ამაში მაქსიმალურად უნდა დავეხმარო.

ოსიმენი? რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა უმჯობესდება. ბერგამოში 25 წუთი ითამაშა, ვნახოთ, როგორ კონდიციებში იქნება ხვალ.

ანჩელოტისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, მასთან ადრეც ხშირად მისაუბრია. მას უზომო დიდ პატივს ვცემ, ის ნამდვილი ჯენტლმენია. - ვალტერ მაცარი

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, ,,რეალი'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლებს.

4 ტურის შემდეგ ,,სამეფო გუნდი'' ჯგუფს 12 ქულით ლიდერობს, ნეაპოლელები კი 7 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები