Belive

R9 ცნობილი იყო, როგორც რონალდინიო 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა ყველასთვის ცნობილია, როგორც რონალდო, თუმცა , როდესაც მისი საერთაშორისო კარიერა იწყებოდა, მას რონალდინიოს უწოდებდნენ. "R9" - ახლა მას ასე ხშირად უწოდებენ, იმისათვის, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელი კრიშტიანუსგან განასხვავონ. ის თავისი ეპოქის უდიდეს ფორვარდად ითვლება და შესაძლოა გაცილებით უკეთესიც ყოფილიყო, რომ არა რამდენიმე სერიოზული ტრავმა. თუმცა, როდესაც "ფენომენი" თავისი ქვეყნის სახელით პირველად გამოჩნდა სცენაზე, საკუთარ სახელსაც კი არ ატარებდა, ამის მაგივრად მაისურის უკანა მხარეს "რონალდინიო" ეწერა. 17 წლის ასაკში ის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრების შემადგენლობაში შედიოდა, მართალია,მას არც ერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ მისი მაისურის უკანა მხარეს ეწერა "რონალდო" რონალდო როდრიგეს დე ჟესუსთან ერთად. ორი წლის მერე, მას შემდეგ, რაც თინეიჯერი რამდენიმე თვის შემდეგ პირველად იქნა დასახელებული წლის ფეხბურთელად FIFA- ს ვერსიით, ის ბრაზილიის ნაკრების განუყოფელი ნაწილი გახდა ოლიმპიურ თამაშებზე. ნაზარიო დე ლიმა 18- ნომრიანი მაისურით თამაშობდა და მაისურის უკანა მხარეს რონალდინიო ეწერა, მაშინ, როცა "მიდლსბროს" თავდამსხმელი ჟუნინიო პაულისტა 9-ნომრიან მაისურს ატარებდა და ზურგზე რონალდინიო ან პატარა რონალდო ეწერა, იმიტომ, რომ პოზიციით მცველს რონალდო გიაროს მაისურზე "რონალდო" ეწერა. რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას მსგავსად რონალდო დე ასის მორეირამ, რომელიც საბოლოოდ ცნობილია, როგორც რონალდინიო, თავისი კარიერა როგორც რონალდინიო გაუჩომ, ისე დაიწყო, ბრაზილიის იმ რეგიონის გამო საიდანაც იყო წარმოშობით. 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდო ბრაზილიის ნაკრებისთვის მთავარ როლს თამაშობდა, ვიდრე ფინალის წინ საიდუმლო არ გახდა ცნობილი (რონალდო ფინალის წინ თავს შეუძლოდ გრძნობდა) და ვიდრე ბრაზილიამ ფინალი არ წააგო საფრანგეთთან. 2002 წელს თავდამსხმელი დაბრუნდა, რომ მოეგო მსოფლიო ჩემპონატი. გარდა ამისა, მან 2006 წლის მსოფლიოზეც მოახერხა გოლების გატანა. მან საერთაშორისო კარიერა 98 შეხვედრაში 62 გატანილი გოლით დაასრულა.

სხვა სტატიები