Belive

რონალდინიო დემბელეზე: "ბრაზილიელივით თამაშობს"

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უსმან დემბელე, რომელმაც "ბარსელონაში" გატარებული დროის შემდეგ კულეებს თავი ვერ შეაყვარა, ფრანგულ ფეხბურთში 2023 წელს დაბრუნდა. "პსჟ"-ში პირველი წელი მისთვის ფეხის მოკიდებისა და ტონუსში დაბრუნების პერიოდი იყო, თუმცა ახლა ყველაფერი შეცვლილია. დემბელე აშკარად არის ერთ-ერთი ფავორიტი ოქროს ბურთის ნომინაციაში, რადგან პსჟ ტრებლის შესრულების შანსს ინარჩუნებს და ამავდროულად, დემბელეს სტატისტიკა შთამბეჭდავია. L'Equipe-თან ინტერვიუში, რონალდინიომ დღეს მოთამაშე ფეხბურთელებს შორის სწორედ ფრანგი გამოარჩია.

მე არ მიყვარს შედარებები. ძირითადად ვუყურებ ჩემს ძველ გუნდებს და მათ, ვინც ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზეა.

გამოვარჩევდი უსმან დემბელეს, მე ის ძალიან მომწონს. მას თამაშის ბრაზილიური სტილი აქვს. აზროვნებს, იგონებს მოძრაობებს, მიდის მოტყუებაზე, კითხულობს თამაშს და უფრო მეტი - გააქვს ბევრი გოლი. ის ავლლენს საკუთარ თავს ისე, როგორც ეს ბარსაში ან პარიზში პირველ წელს არ გაუკეთებია. - განაცხადა რონალლდინიომ

ოთხშაბათს, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი მატჩი "ასტონ ვილასთან" ელოდება. ძირითად შემადგენლობაში: დემბელე, ბარკოლა, კვარაცხელია - ამ შემტევ ტრიოს ვარაუდობენ უეფას ოფიციალური საიტიცა და ევროპული გამოცემებიც. უსმანს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, 32 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე გადაცემა შესრულებული.

სხვა სტატიები