პელე პირველია! FourFourTwo-მ ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელები დაასახელა
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი პელეა:
,,პელემ, სულ რაღაც 17 წლის ასაკში, 1958 წელს, შვედეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 6 გოლი გაიტანა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა მუნდიალის ფინალში შეძლო. მსოფლიო ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, რაც ჯერჯერობით ხელშეუხებელი რეკორდია.
საკლუბო დონეზე პელე სათავეში სანტოსის ოქროს წლებს ჩაუდგა, როცა გუნდმა კოპა ლიბერტადორესი და საკონტინენტთაშორისო თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო. როცა ფეხბურთის მეფემ ბუცები ჩამოკიდა, მის ანგარიშზე 1 279 გოლი იყო. - წერს FourFourTwo
საუკეთესოთა შორის მეორე ადგილს რონალდო იკავებს, მესამეზე გარინჩაა, მეოთხეზე კი - რონალდინიო.
ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელები FourFourTwo-ს ვერსიით:
პელე
რონალდო
გარინჩა
რონალდინიო
რომარიო
რივალდო
ზიკო
სოკრატესი
ჟაირზინიო
კაკა