41 წლის ტიაგო სილვა შესაძლოა მილანში დაბრუნდეს
ბრაზილიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, 41 წლის ტიაგო სილვამ შესაძლოა კარიერა მილანში გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს. წყაროს ცნობით იტალიური გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ცენტრალური მცველის ძებნას აქტიურად დაიწყებს, მათი მთავარი მიზანი კი სწორედ სილვას დამატება იქნება.
ტიაგო სილვა ამჟამად თავისი ბავშვობის კლუბ ფლუმინენსეში თამაშობს და კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება. ასევე გეტყვით, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს წარსულში მილანის რიგებში უკვე უთამაშია, სილვა იტალიურ გუნდში 2009 წელს ფლუმინენსედან გადავიდა და იქ 2012 წლამდე ასპარეზობდა.
🚨 AC Milan are on the lookout for a defender in January, and top of their list is 41-year-old Thiago Silva from Fluminense.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) November 21, 2025
His experience is seen as vital as Milan prepare for a title race in Serie A.
Udinese centre-back Thomas Kristensen is next on the list and he could be… pic.twitter.com/wyclKTc9I2