Belive

რატომ ატარებდა ზიდანი 5-ნომრიან მაისურს?

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზინედინ ზიდანმა გაამხილა, თუ რატომ ატარებდა ის "სამეფო კლუბში" 5-ნომრიან მაისურს. ჯუდ ბელინგემმა, რომელიც ახლა რეალში სწორედ საკულტო ნომრით თამაშობს, ხუმრობით აღნიშნა, რომ დიდი არჩევანი არ ჰქონია და ბევრი არ უფიქრია, როცა კუმირის სათამაშო ნომერი თავისუფალი დახვდა. დაახლოებით იმავეს ამბობს ზიდანიც იმ პერიოდზე, როცა იუვენტუსიდან "ბლანკოსს" შეუერთდა.

ადიდასის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე, სადაც ლეო მესისა და ზიდანის დიალოგი შედგა, არგენტინელმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნაური იყო პოზიციით ათიანის 5-ნომრიანი მაისურით ხილვა, საპასუხოდ კი ზიდანმა გაამხილა ისტორია, რომელიც ნომრის შერჩევას უკავშირდებოდა.

პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს არ მოსწონდა ფეხბურთელები, რომლებსაც 25, 30 ან 35 ნომრები ეცვათ. ის "ძველი სკოლის" წარმომადგენელია და მისთვის მისაღები დანომვრა 1-დან 11-ის ჩათვლით იყო. გუნდიდან მანოლო სანჩისის წასვლის შემდეგ N5 გამოთავისუფლდა, პერესმა კი მკითხა - არ გინდა ნომერი 1-დან 10-დე აიღო? მას არ სურდა 25, 30 ან 35, რადგან ამბობდა, რომ ეს ამერიკული ფეხბურთი არ არის და საბოლოოდ მე 5-ნომრიანი მაისური ავირჩიე - ზინედინ ზიდანი

სხვა სტატიები