"ჩემი ოცნება მადრიდის რეალში თამაშია" - მარიო ბალოტელი
34 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ იტალიურ გამოცემა La Gazzetta dello Sport-სთან ისაუბრა და როგორც თავის წარსულ კარიერაზე ისაუბრა, ასევე საოცნებო კლუბში თამაშსაც გაუსვა ხაზი.
ალბათ ბევრისთვის უცნობია, მაგრამ ბალოტელი ბარსელონას აკადემიაშიც ირიცხებოდა, იტალიელმა იქ გატარებული ხანმოკლე პერიოდი გაიხსენა. მან კატალონიურ კლუბთან ერთად ერთ ტურნირზეც კი ითამაშა.
ეს ძალიან კარგი პერიოდი იყო. მე ძმებ დოს სანტოსებთან ერთად ვთამაშობდი, ასევე ჩემი გუნდელები იყვნენ ტიაგო ალკანტარა და ბოიან კრკიჩი. ისინი ტექნიკაზე, ბურთის კონტროლსა და სწრაფ გადაცემებზე გვავარჯიშებდნენ, ყველანაირი ტაქტიკის გარეშე. მოედანზე გასვლა დიდი ბედნიერება იყო. ეს გუნდი უკონკურენტო იყო, იყო შემთხვევები როდესაც 15:0-ს ვიგებდით ხოლმე. - მარიო ბალოტელი
ლა მასიაში გატარებულ პერიოდში მარიომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მან 3 მატჩში 8 გოლი გაიტანა, თუმცა კლუბი და მისი წარმომადგენელები გარკვებულ ფინანსურ დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ და საბოლოოდ იტალიელი მილანის ინტერს შეუერთდა.
მარიოს საოცნებო გუნდი...
მინდა კიდევ 2 ან 3 წელი ვითამაშო და კარიერა ჩემს ძმასთან ერთად დავამთავრო. ჩემი ოცნება მადრიდის რეალში თამაშია. - მარიო ბალოტელი
💭 El sueño eterno de Mario Balotelli: jugar en el Real Madrid
— MARCA (@marca) August 11, 2025
⚽️ El delantero italiano concedió una entrevista a La Gazzetta dello Sport en la que habló sobre sus hijos, su breve paso por La Masía y el fútbol actual https://t.co/amvvuo8bay