მადრიდის რეალმა ნარინჯისფერი გასვლითი ფორმა დააბრუნა
"რეალ მადრიდი" Adidas-თან 1998 წლის შემდეგ თანამშრომლობს. სწორედ ეს ბრენდი კერავს ბლანკოსის საკულტო თეთრ მაისურებს 26 წლის განმავლობაში. საშინაო ფორმის კლასიკური დიზაინი დიდ ადგილს არ ტოვებს სხვა ფერებისთვის, თუმცა გამუდმებით იცვლებოდა შტრიხები და წარწერების ფერები - ოქროსფერი, ლურჯი, ვარდისფერი, შავი...
გასულ სეზონში რეალი საყელოსა და მხრებზე ლურჯისა და ყვითლის კომბინაციას იყენებდა, ახლა კი Adidas-მა, 2018-2019 წლების შემდეგ პირველად გამოიყენა სრულიად შავი შტრიხები.

რეალმა მეორე ფორმად 2013-2014 წლებში გამოყენებული ნარინჯისფერი დააბრუნა. Adidas-ის ლოგო, რეალის სამკერდე ნიშანი და სპონსორის სახელი შავად იქნება წარმოდგენილი. გუნდის მესამე ფორმა ნაცრისფერში იქნება გადაწყვეტილი.
Exclusive 🚨📢: We Can Leak The First Images Of The Authentic Real Madrid's 2024/25 Third Jersey.
— Öpaleak ✳️ (@opaleak) April 25, 2024
𝓢𝓽𝓪𝔂 𝓽𝓾𝓷𝓮𝓭 ✨ pic.twitter.com/oVrv4liDPM