Belive

რატომ არ შედგა ტრანსფერი? - 2022 წელს აინტრახტს რონალდუს დამატება შეეძლო

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანკფურტის აინტრახტის სპორტული დირექტორი, მარკუს კროშე ამბობს, რომ მის გუნდს 2022 წელს, კრიშტიანუ რონალდუს დამატება შეეძლო.

"აინტრახტის" სამეურვეო საბჭოს წევრი, ჰელმანი მოვიდა ჩემს კაბინეტში და მითხრა: "ჩვენ შეგვიძლია რონალდუსთან კონტრაქტს ხელი მოვაწეროთ", იქამდე, "იუვენტუსის" ყოფილ დირექტორს, ფაბიო პარატიჩის ვესაუბრე და მან მითხრა, თუ რამდენად ცვლის რონალდუს ფაქტორი გუნდს. სასტუმროები უნდა შეგვეცვალა, რადგან ყურადღება ძალიან იმატებს. რონალდუ ზედმეტად "დიდი" იქნებოდა აინტრახტისთვის", - ამბობს კროშე.

2022 წლის ნოემბერში, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებულმა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წამოსვლა გადაწყვიტა და თავისუფალი აგენტი, ხოლო 2023 წლის 1 იანვრიდან "ალ ნასრის" ფეხბურთელი გახდა.

სანაკრებო ფეხბურთის მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირმა კარიერაში უკვე 924 გოლი გაიტანა და 1000-გოლიანი ისტორიული ნიშნულის მისაღწევად იბრძვის.

სხვა სტატიები