Belive

კვარაცხელია: ,,ბრესტის წინააღმდეგ 7 გოლის გატანა მარტივი არ არის''

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ,,ბრესტთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,დავამტკიცეთ, რომ მოგება შეგვიძლია და შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს. ჩვენ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ. ასე უნდა გავაგრძელოთ, ბრესტთან 7 გოლის გატანა მარტივი არ არის.

პსჟ-ში ფეხბურთელების დონე ძალიან მაღალია, რაც დამკვიდრებაში დამეხმარა. ჩემს თანაგუნდელებთან თამაში ნამდვილად სასიამოვნოა და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ.

შეგვიძლია თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგება? რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი მიზანი ამ ტურნირის მოგებაა და შესაბამისად, ყველა მატჩში გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ.'' - ხვიჩა კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ბრესტს'' უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა. მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

მომდევნო ეტაპზე ,,პსჟ-ის'' მეტოქე ,,ლივერპული'' ან ,,ბარსელონა'' იქნება. წილისყრა პარასკევს გაიმართება.

სხვა სტატიები