მესი რონალდუსთან მეტოქეობაზე: "ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებდით"
ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირება ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი მეტოქეობაა სპორტის ისტორიაში. 2008 წლიდან 2023 წლამდე, ორივე ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე თამაშობდა და ახლოს არავის იკარებდა. 15 წლის განმავლობაში, მხოლოდ ამ ორმა, პრესტიჟული „ოქროს ბურთი“ 13-ჯერ მოიგო. მესიმ L'Equipe-სთან იმ პერიოდის და რონალდუსთან მეტოქეობის შესახებ ღიად იასაუბრა.
სპორტული თვალსაზრისით, ეს დიდი ბრძოლა იყო. ჩვენ ერთმანეთის მეტოქეობით ვიკვებებოდით. ისევე როგორც მე, მასაც ყოველთვის ყველაფრის მოგება სურდა. ეს ძალიან სასიამოვნო დრო იყო ორივესთვის და ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს.
ვფიქრობ, დიდ პატივისცემას ვიმსახურებთ იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მწვერვალზე დავრჩით. როგორც ამბობენ, იქ მოხვედრა ადვილია. რთული იქ დარჩენაა, ჩვენ კი ათი, თხუთმეტი წელი დავრჩით მწვერვალზე. - ამბობს მესი ინტერვიუში
8️⃣🌕 for Messi & 5️⃣🌕 for Ronaldo.
— Ballon d'Or (@ballondor) May 17, 2025
Messi reflects on his immense rivalry with Ronaldo for the Ballon d'Or. Between 2008 and 2023, they won the trophy 13 times! What is your favourite memory of the battle between the two most successful Ballon d'Or winners?#ballondor pic.twitter.com/9CVkK1pqwn
ამ მომენტისათვის, რონალდუს კარიერაში 934 გოლი აქვს გატანილი და 1000-იან ნიშნულს უმიზნებს, მესი კი ინტერ მაიმისთან ერთად, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის ემზადება. ორივე ფეხბურთელი ცდილობს ფორმაში იყოს, რადგან არცერთი გამორიცხავს 2026 წლის მუნდიალზე თამაშს.