Belive

"ის ჩვენ სათამაშო სტილს კარგად მოერგება" - ლუის ენრიკე

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში "პსჟ" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება, მატჩი 23 იანვარს, 00:00 საათზე გაიმართება, შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს პარიზული გუნდის ქართველი ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს, მაგრამ თუ "პსჟ" ჯგუფიდან გასვლას მოახერხებს კვარას ფრანგული გუნდის რიგებში ვიხილავთ.

შეხვედრამდე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზეც ჰკითხეს:

"ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ხვალ თამაშს ვერ შეძლებს, როგორ ფიქრობთ სეზონის მეორე ნახევარში და მომავალ წლებში მას რისი მოტანა შეუძლია?"

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მგონი ყველამ ვიცით. ვფიქრობ, მან "ნაპოლიში" აჩვენა, რომ მაღალი დონის მოთამაშეა და იდეალურად შეეფერება ჩვენს სათამაშო სტილს. მას შეუძლია ძალიან კარგად იმოქმედოს ცენტრში 9 ნომრად, როგორც ის ვნახეთ ეროვნულ ნაკრებში. მრავალმხრივი მოთამაშეა და მას შეუძლია, რომ ჩვენ სათამაშო სტილს მოერგოს. მას ძლიერი დაცვითი უნარებიც აქვს და ჩვენ გვჭირდება ის როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, ბოლოს კიდევ გავიმეორებ, რომ ის ჩვენ სათამაშო სტილს კარგად მოერგება. - ლუის ენრიკე - "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები