Belive

რატომ არ იბრძოლა პარიზულმა გრანდმა ბუადის დასამატებლად?!

12 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

პარი სენ-ჟერმენმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, აიუბ ბუადის დამატებაზე არ იმუშავა, მიუხედავად იმისა, რომ მაროკოელი ფეხბურთელის შეძენით, ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული.

ფრანგული გამოცემა L'Equipe-ის ინფორმაციით, პარიზულ კლუბს ბუადის ტრანსფერის დაჩქარება არასდროს უცდია, იმის ფონზე, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო პერიოდში, მაროკოელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულს არაერთხელ დაუკავშირეს. კლუბის ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო, რომ ნახევარდაცვაში საკმარისი არჩევანი ჰქონდა და ამ პოზიციის გაძლიერება აუცილებლობას არ წარმოადგენდა.

ბუადიმ 2025/26 წლებში, ლილის შემადგენლობაში, შესანიშნავად ითამაშა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა ასევე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რის გამოც მისით არაერთი ევროპული კლუბი დაინტერესდა.

ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, ლუის კამპოსსა და ლუის ენრიკეს, მკაფიო წარმოდგენა ჰქონდათ, თუ კონკრეტულად რომელი პოზიციების გაძლიერება სჭირდებოდა პსჟ-ს 2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ნახევარდაცვა ამ პოზიციების შორის ნამდვილად არ ყოფილა. გამოცემის განმარტებით, ჟოაო ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი, ზაირ-ემერი, სენი მაიულუ და იბრაჰიმ მბაიე გუნდს, ნახევარდაცვაში, საკმარის არჩევანს სთავაზობენ - როგორც რაოდენობრივი, ისე სათამაშო შესაძლებლობების თვალსაზრისით.

საბოლოოდ, შეეძლო თუ არა პსჟ-ს სპორტულ პროექტს ბუადის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა? ფრანგული გამოცემის ცნობით, ფეხბურთელთან დაახლოებული პირები ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებენ და მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ მანჩესტერ სიტი მაროკოელისთვის, ყოველთვის სასურველი ვარიანტი იყო.

სხვა სტატიები