რატომ არ ემზადებოდა პსჟ პენალტების სერიისთვის? ლუის ენრიკეს პასუხი
,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, ,,ლივერპულთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, თერთმეტმეტრიანების სერიაზე ჰკითხეს. ესპანელი სპეციალისტის თქმით, პენალტის ზუსტად შესრულება მეტწილად ფეხბურთელების ემოციებსა და განცდებზეა დამოკიდებული:
,,ჩემი გამოცდილება მეუბნება, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, მაროკოსთან მერვედფინალურ მატჩში, თერთმეტმეტრიანების სერიაში 3 პენალტი გავაფუჭეთ. შემსრულებლები ძალიან მაღალი დონის მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ 3-ვე დარტყმა წარუმატებელი გამოდგა. ისე გავვარდით, რომ მეოთხედ ვერც კი დავარტყით.
ამჯერად პენალტებისთვის არ მოვმზადებულვართ. ვიტინიამ, დემბელემ და რამუშმა დაარტყეს, ბოლო თერთმეტმეტრიანი 19 წლის დუემ შეასრულა, კარში კი ჯიჯიო დონარუმა იდგა...
რა თქმა უნდა, ყველაფერი ფეხბურთელებისა და მეკარის განცდებზეა დამოკიდებული და არა იმაზე თუ რას ვფიქრობ მე. ეს ლატარიაა, რომელიც რეალურად ლატარია სულაც არ არის... ჩემმა ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ თავდაჯერებულები არიან და რა თქმა უნდა, დონარუმამაც თავისი საქმე გააკეთა.'' - ლუის ენრიკე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,პარი სენ ჟერმენმა'' ,,ლივერპული'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. მატჩის ძირითადი დრო ,,პსჟ-ს'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ლუის ენრიკეს გუნდის მეტოქე 1/4-ფინალში დღეს, ,,ასტონ ვილასა'' და ,,ბრიუგეს'' დაპირისპირებაში გაირკვევა.
🔴🔵 Le PSG s'est qualifié pour les quarts de finale de la Ligue des champions après sa victoire contre Liverpool à Anfield au bout des tirs au but (0-1, 1 tab à 4). Un exercice pour lequel Luis Enrique n'avait pas spécialement préparé son équipe https://t.co/ThMbcCs1jX
— RMC Sport (@RMCsport) March 12, 2025