Belive

რატომ არ დაიწყო ტილემანსმა ძირითად შემადგენლობაში ესპანეთის ნაკრებთან?

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იური ტილემანსის ტრავმა გახურებისას: ბელგია იძულებული გახდა ბოლო წუთს შეეცვალა გეგმები

ბელგიის ნაკრები იძულებული გახდა შემადგენლობაში სასწრაფო ცვლილებები შეეტანა, რადგან გუნდის კაპიტანმა, იური ტილემანსმა, მატჩისწინა გახურებისას, სავარაუდოდ, ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა მიიღო. ესპანეთის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ შეხვედრაში „წითელი ეშმაკების“ ნახევარდაცვაში მისი ადგილი ჰანს ვანაკენმა დაიკავა.

ტურნირზე ბელგიის მიერ ჩატარებულ მატჩებში ტილემანსს, ჯამში, მხოლოდ ხუთი წუთი ჰქონდა გამოტოვებული. ასტონ ვილას ვარსკვლავმა ამ მუნდიალზე ორჯერ გამოიჩინა თავი, ორივე გოლი მან სენეგალთან 1/16-ფინალში გაიტანა, როდესაც ბელგიამ დრამატული ქამბექი შემოგვთავაზა და გაიმარჯვა.

დიდი მოულოდნელობა იყო ესპანეთის შემადგენლობაშიც, პედრი ფაბიან რუისმა ჩაანაცვლა, როგორც ჩანს, ლუის დე ლა ფუენტე ესპანეთის ერთ-ერთი ლიდერის ფორმით უკმაყოფილოა.

სხვა სტატიები