Belive

ბელგიის მწვრთნელი: "ბალოგუნი კარგი ბიჭია, მისი ბრალი არ არის"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ნაკრებმა ამერიკა ძალიან მარტივად, 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ამ მატჩს განსაკუთრებული დეტალი სძენდა ინტერესს - აშშ-ს ნაკრების თავდამსხმელის სასტარტო შემადგენლობაში ყოფნამ შეხვედრას გარკვეული ჩრდილი მიაყენა, ვინაიდან ფიფამ მისი ავტომატური ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით ჩაანაცვლა - ფოლარინ ბალოგუნმა 1/16-ფინალში, ბოსნიის წინააღმდეგ წითელი ბარათი მიიღო.

მიუხედავად ყველაფრისა, ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა, რუდი გარსიამ აღნიშნა, რომ ამ ინციდენტს ფეხბურთელებზე არც მოტივაციის და არც ყურადღების გაფანტვის თვალსაზრისით არ მოუხდენია გავლენა.

ჩვენთვის მთავარი სათამაშო გეგმა იყო. გვსურდა მატჩზე კონტროლის დამყარება, მეტოქის პრესინგისგან თავის დაღწევა და უფრო მაღალ პოზიციებზე თამაში. შეხვედრა მაღალი ოსტატობით, მონდომებითა და თავდადებით ჩავატარეთ. ეს ჩვენთვის ბრწყინვალე საღამო და მეოთხედფინალში საუცხოო გასვლა აღმოჩნდა.

მე მყავს საკმაოდ მოწიფული ფეხბურთელები იმისთვის, რომ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას (ბალოგუნის თამაშს) მათზე არ ემოქმედა - დიახ, ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და ეს აბსურდული სიტუაცია იყო, მაგრამ საერთოდ სხვა საქმე და საფიქრალი გვქონდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ის (ბალოგუნი) ჩემთან სასაუბროდ თავად მოვიდა. ეს ჟესტი ძალიან მომეწონა. ეს მისი ბრალი არ არის, ის არაფერშია დამნაშავე და ეს მას პირადად ვუთხარი. ამ ფეხბურთელს ძალიან ვაფასებ. - განაცხადა რუდი გარსიამ

ბელგიის ნაკრები მეოთხედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება - ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა მერვედფინალში პორტუგალია, მიკელ მერინოს ერთადერთი გოლით დაამარცხა.

სხვა სტატიები