Belive

იური ტილემანსმა ასტონ ვილას გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ნაკრებისა და სატონ ვილას ყოფილმა ფეხბურთელმა, იური ტილემასნმა, მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შემდეგ, ბირმინგემელთა გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა. "წითელმა ეშმაკებმა", ბელგიელი ფეხბურთელი, ამ ზაფხულს, 35 მილიონ ევროდ შეიძინეს. ტილემანსმა ასტონ ვილაში სამი წელი გაატარა. ის ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულების რიგებს, 2023-2026 წლებში იცავდა.

მანჩესტერ იუნაიტედის წინა სასეზონო ტურნეს დროს, ტილემანსმა ასტონ ვილა შეაქო და აღნიშნა, რომ კლუბი მას საუკეთესო ფორმის დაბურნებაში დაეხმარა, თუმცა ამის შემდეგ, მან დაამატა: "ასტონ ვილაზე ძლიერი გუნდებიც არსებობენ და მანჩესტერ იუნაიტედი ერთ-ერთი მათგანია". ბელგიელი ფეხბურთელის ამ სიტყვებმა, გულშემატკივართა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მოგვიანებით, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ფეხბურთელმა დაამატა:

არასდროს მინდოდა, ჩემი ნათქვამი სიტყვები ვინმეს შეურაცხყოფად აღექვა. მით უმეტეს, ასტონ ვილას გულშემატკივრებსა ან თავად გუნდს, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ბოლო სამი წლისთვის, ძალიან მადლიერი ვარ.

თუმცა ჩემ შეცდომას ვაღიარებ და ჩემი სიტყვებისთვის ბოდიშს ვიხდი. მომავალში ასეთ რამე აღარ მოხდება. კლუბს კი ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. - აღნიშნა ბელგიელმა

ბელგიელმა, მანჩესტერთან კონტრაქტს 2031 წლამდე მოაწერა ხელი. ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ ისეთ კლუბში თამაში, როგორიც მანჩესტერია, განსაკუთრებული და დაუჯერებელი განცდაა.

სხვა სტატიები