რასმუს ჰოილუნმა რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა
პრემიერლიგის 22-ე ტურში ,,ვულვზმა'' ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა.
,,წითელი ეშმაკების'' თავდამსხმელმა, რასმუს ჰოილუნმა, წინა თამაშის მსგავსად (ტოტენჰემთან), მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა. დანიელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ,,იუნაიტედის'' ისტორიაში, რომელმაც ასეთი შედეგი პრემიერლიგის ზედიზედ ორ შეხვედრაში დააფიქსირა.
20 წლის თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც პორტუგალიელმა 2007 წელს, 21 წლის ასაკში დაამყარა.
მიმდინარე სეზონში ჰოილუნის ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.
Rasmus Hojlund becomes the youngest @ManUtd player to score and assist in consecutive Premier League matches 👏
— Premier League (@premierleague) February 1, 2024
The last player to have the record? A certain @Cristiano... 👑 pic.twitter.com/3Tcp8jdfWY