რონალდუ: ,,ევროპის ჩემპიონატის მოგება მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ტოლფასია''
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევს, კრიშტიანუ რონალდუს, მე-900 გოლის გატანის შემდეგ, ჟურნალისტმა ჰკითხა, აკლია თუ არა მის კარიერას მსოფლიო ჩემპიონატის თასი:
,,პორტუგალიის ნაკრების გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ტოლფასია. მე ეროვნულ გუნდთან ერთად უკვე ორი თასი მოვიპოვე, რაც ძალიან მინდოდა. ეს სრულიად საკმარისია. რაც მაძლევს მოტივაციას არის ის, რომ ფეხბურთით სიამოვნებას მუდმივად ვიღებ და რეკორდები ბუნებრივად მოდის.
რაც შეეხება 900 გოლს, ამის მიღწევა ჩემი დიდი სურვილი იყო. ვიცოდი, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. მხოლოდ მე ვიცი, რამდენად რთულია ყოველდღიურად იმუშავო იმისთვის, რომ 900 გოლის გატანა შეძლო. ეს ჩემს კარიერაში უნიკალურ კვალს დატოვებს.'' - კრიშტიანუ რონალდუ
ერთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატიას უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. პორტუგალიელები მომავალ მატჩს კვირას, 8 სექტემბერს, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ.
🇵🇹 Cristiano: “Portugal winning Euros is equivalent to winning a World Cup”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 5, 2024
“I've already won two trophies for Portugal that I really wanted. I'm not motivated by that”.
“I'm motivated by enjoying football and the records come naturally”. pic.twitter.com/FX1GN0VHbX