რასმუს ჰოილუნმა მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა დააანონსა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დანიის ეროვნული ნაკრების შემტევმა, რასმუს ჰოილუნმა, ,,მანჩესტერ იუნაიტედში'' გადასვლა დააანონსა.
ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ,,იუნაიტედის'' ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: ,,მალე''.
,,წითელი ეშმაკები'' დანიელის სანაცვლოდ ,,ატალანტას'' 70 მილიონ ევროს გადაუხდიან, თავად შემტევი კი ახალ გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჰოილუნმა სერია A-ს გასულ სეზონში ,,ატალანტას'' მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.