ტენ ჰაგი: "ფინალში სიტისთან თამაში მინდოდა, ჩვენ ფავორიტები ვიქნებით..."
8 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უკვე ცხადია, რომ ასოციაციის თასი ქალაქ მანჩესტერში დარჩება, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა მანჩესტერულ დერბიში გადაწყდება, სადაც "სიტი" - "მანჩესტერს" დაუპირისპირდება.
"სიტიმ" ნახევარფინალში "ჩელსი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, ხოლო "მანჩესტერმა" დრამატულ ბრძოლაში "ქოვენთრი" 4:3 (ძირითადი დრო 3:3 - პენლებში - 4:2) დაამარცხა და სეზონში ერთადერთი ტიტულის მოპოვების შანსი მიეცა.
ფინალის წინ ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ძალიან მინდოდა, რომ ფინალში ჩვენი მეტოქე სიტი ყოფილიყო და ასეც მოხდა. ჩემი დიდი სურვილია, რომ თუ ტიტულს იგებ, ბარემ ყველაზე ძლიერს მოუგო და ღირსეული ტიტული მოიპოვო, სწორედ ეს იქნება ახლა.
"სიტი" დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, თუმცა ფინალის მოგების საკმაოდ რეალური და კარგი შანსი გვაქვს.
ამ სეზონს ბევრი აღმავლობა ჰქონდა, მაგრამ თან მოჰყვებოდა ბევრი ვარდნა. ასოციაციის თასის მოგება არ იძლევა წარმატებას, თუმცა სეზონის ტიტულით დასრულება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება..." - ერიკ ტენ ჰაგი
ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი 25 მაისს, 18:00 საათზე, უემბლიზე გაიმართება.