Belive

რასისტული სკანდალი ჩემპიონთა ლიგაზე - პსჟ რომას ფანების დასჯას მოითხოვს

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

„პარი სენ-ჟერმენმა“ „რომასთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს მომხდარი სავარაუდო რასისტული ინციდენტების მოკვლევა დაიწყო. შეხვედრა ოთხშაბათს, „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა. ფრანგულმა კლუბმა გულშემატკივრების მიერ მიწოდებული ინფორმაცია უკვე გადასცა UEFA-ს წარმომადგენლებს.

RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ს ხელმძღვანელობა ამბავს ძალიან სერიოზულად უდგება და ტრიბუნებზე მომხდარს თავადაც სწავლობს. პარიზული გუნდის ქომაგების თქმით, სტუმართა სექტორიდან მაიმუნის ხმების იმიტაცია ისმოდა, ზოგიერთი იტალიელი გულშემატკივარი კი ნაცისტურ ჟესტებსაც იყენებდა.

ამ ფრის შემდეგ ფრანგული კლუბი 13 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ მადრიდის „რეალს“ კი ხუთიდან ხუთი მოგება აქვს. „რომა“ ხუთი ტურის შემდეგ 5 ქულით 25-ე პოზიციაზეა. ამ ეტაპზე მომხდარს როგორც პსჟ, ისე UEFA იძიებს. ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგებით დასრულდება მოკვლევა და რა სანქციები შეიძლება დაეკისროთ დამნაშავეებს. 

სხვა სტატიები