ფრანგული ფეხბურთის ახალი რეკორდი | პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე ლიონის რეკორდი დაამხო
25 ნოემბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეხუთე ტურში რომასთან 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენი ისტორიაში პირველი ფრანგული კლუბი გახდა, რომელმაც ტურნირზე ზედიზედ 15 შეხვედრა წაუგებლად ჩაატარა. ამ შედეგით პარიზელებმა ლიონის რეკორდს (14 მატჩი, 2005–2006 წლებში) გადაუსწრეს.
ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ეს შთამბეჭდავი სერია 2026 წლის 28 იანვარს, ნიუკასლთან 1:1 ფრედ დასრულებული შეხვედრით დაიწყო. 15-მატჩიან მონაკვეთში შედის გამარჯვებები მონაკოს, ჩელსის, ლივერპულის, მიუნხენის ბაიერნის, მანჩესტერ სიტის, ბარსელონასა და ვილიარეალის წინააღმდეგ, აგრეთვე პენალტების სერიაში მოპოვებული ტრიუმფი არსენალთან 2026 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
🚨🚨🚨 RECORD !!!!
— Prime Video Sport France (@PVSportFR) November 25, 2026
15 MATCHS CONSÉCUTIFS SANS DÉFAITE EN LIGUE DES CHAMPIONS ! 🔥
Le PSG devient le seul club français à réaliser cette performance et efface le record de l'OL (14 matchs) ! 👑🇫🇷#PSGRoma pic.twitter.com/tadxGtewgB
თავად სარეკორდო დაპირისპირება „პარკ დე პრენსზე“ საკმაოდ მძიმე და დაძაბული გამოდგა. სტუმრები მარიო ერმოსოს სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, რასაც 31-ე წუთზე ილია ზაბარნის ზუსტი თავურით უპასუხა. მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა უსმან დემბელემ 62-ე წუთზე პენალტით პარიზელები წინ გაიყვანა, თუმცა 78-ე წუთზე დონიელ მალენის მიერ ასევე თერთმეტმეტრიანით გატანილმა გოლმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამ ფრემ პსჟ-ს ყველა ტურნირზე ზედიზედ 12 მოგების სერია შეაწყვიტა და სატურნირო ცხრილში ლიდერ მადრიდის რეალთან ორქულიანი ჩამორჩენა დატოვა, თუმცა საფრანგეთის ფეხბურთისთვის ისტორიული სასაზღვრო ნიშნული ოფიციალურად დაფიქსირდა.
თავის მხრივ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლიონის რეკორდი, რომელიც პსჟ-მ დაამხო, 14 მატჩიანი წაუგებელი სერია იყო, სადაც ლიონმა: პრაღის სპარტას, ვერდერს (2-ჯერ), რეალს, როსენბორგს (2-ჯერ), ოლიმპიაკოსს (2-ჯერ) და პსვ-ს (2-ჯერ) მოუგო, ხოლო პსვ-სთან 2-ჯერ ფრედ ითამაშეს, ასევე თითო-თითოჯერ არ წააგეს რეალთან და მილანთან.