Belive

რას ფიქრობენ ესპანელები საქართველოს ნაკრებზე?

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

30 ივნის საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს ევრო 2024-ის მერვედფინალში დაუპირისპირდება. მატჩისადმი უდიდესი ინტერესია უცხოელ მაყურებლებს შორისაც, რადგან საქართველომ მრავალი კუთხით გამოიწვია მათი დაინტერესება. უპირველეს ყოვლისა ჩვენი პლეი ოფში გასვლა მთავარ სენსაციად არის შეფასებული, რადგან დებიუტანტისგან ასეთი ჯგუფის დაძლევას არავინ ელოდა. მეორე მხრივ კი საქართველომ ყურადღება მატჩების სანახაობრიობით მიიპყრო. თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიაისთან შეხვედრები ნეიტრალური მაყურებლისთვის გამორჩეული აღმოჩნდა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი მიქაუტაძეა, საუკეთესო მეკარე მამარდაშვილი, ჩვენთან თამაშობს ბოლო შეხვედრაში გაბრწყინებული კვარაცხელიაც, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მომავალი მეტოქე ქვეყნისთვის მთავარ განსახილველ თემად საქართველოს ნაკრები იქცა.

- არ მოგწონთ საქართველო?
- არა, არ მომწონს
- გაშინებთ?
- ასე მგონია, რომ კვირას ამ მეკარესთან დაპირისპირების შემთხვევაში ესპანეთს ცუდი დღე დაადგება
-----------------------------------------------------------------------------------------------------

- თვენ მამარდაშვილის დიდი ფანი ხართ, შთამბეჭდავ სეზონს ატარებს არა?
- დიახ, ის ნახევარ მსოფლიოს აკვირვებს, მაგრამ ჩვენთვის ეს ახალი არაა, ვალენსიაში ჩვენ მას ძალიან ვაფასებთ, რადგან უამრავი გოლისგან გადაგვარჩინა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და 'ვალენსიას' ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო. ვერც კი ვიხსენებ რამდენ შეხვედრაში არ წააგო ან მოიგო ვალენსიამ მისი წყალობით, იმავეს ვიტყვი ევროპის ჩემპიონატზეც.
-----------------------------------------------------------------------------------------------------

- მათ იმაზე უკეთ ითამაშეს, ვიდრე სახელი აქვთ, მაგრამ მაინც ევროპის მეოთხე-მეხუთე დონის გუნდია, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე დავამარცხეთ, რას იტყოდით მათზე?
- როგორც ვამბობდი, კოლექტიური ძალის გუნდებს, რომლებიც თითქმის მოყვარულები არიან და რომლებიც თავისი დროშის სიყვარულით თამაშობენ, განსაკუთრებული სხივი აქვთ. - დიალოგები COPE-ის პოდკასტში

აღნიშნული პოდკასტი ჩაწერილია მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებს ჯერ პორტუგალიასთან გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული, წამყვანები და სტუმრები იმაზე მსჯელობდნენ, რა მოხდებოდა თუ საქართველო მოახერხებდა ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლას და ესპანეთის მეტოქე აღმოჩნდებოდა. ყველაფერი ზუსტად ასე დალაგდა და ხვალ 23:00 საათზე, 'ჯვაროსნები' 'ფურია როხას' მერვედფინალში დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები