Belive

გიორგი ქოჩორაშვილი: "კიტეიშვილი დაგვაკლდა"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთთან 4:1 დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტებთან ჩვენი ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა. მან მატჩი შეაფასა და რამდენიმე დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

პირველ ტაიმში საკუთარი თამაშის ჩვენება ვცადეთ, უკან დახეული დაცვითა და შეტევაში სწრაფად გაქცევით. ვიცით რამხელა ტურნირზეც ვითამაშეთ და ეს ჩვენი ტალანტითა და დიდი თავდადებით მოვახერხეთ.

ძალიან ცუდი რამ მოხდა, როცა კიტეიშვილი დაშავდა. თითქოს, ყველაფერი შეიცვალა. ალთუნაშვილიც კარგად შემოვიდა, თუმცა კიტე მაინც დაგვაკლდა.

შედეგი არაფერს ნიშნავს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, რადგან პატარები გვიყურებენ. მეორე ტაიმშიც ვცადეთ ჩვენი ფეხბურთის თამაში, თუმცა ესპანეთს შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს.

ნაკრები ჩემი ოჯახია, სადაც შემიძლია ვიხუმრო, ვითამაშო. ყოველთვის დიდი ხალისით მოვდივარ და მომავალშიც ასე იქნება. - განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა

ესპანეთის ნაკრები მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება. ტურნირის მასპინძლებმა მერვედფინალში დანიის ნაკრები დაამარცხეს.

სხვა სტატიები