Belive

რაფაელ ბენიტესი: "კვარაცხელია ლივერპულის მთავარი საფრთხე და სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველი ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც იტალიური "ნაპოლი" "ლივერპულს" დაუპირისპირდება, ორივე გუნდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა კომენტარი გააკეთა და საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ბევრი მას ჯერ კიდევ არ იცნობს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, ამჟამად იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.

ის "ლივერპულისთვის" ნომერ პირველი საშიშროებაა. ის მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს, მაგრამ იცის ორივე ფეხის გამოყენება, იცის როგორ შექმნას მომენტი და ასევე იცის თუ როგორ დაასრულოს. მას აქვს საკუთარი ტემპი და სურს თავისი კვალი დატოვოს ყველა მატჩში, რომელშიც თამაშობს. მან 5 შეხვედრაში უკვე 4 გოლი გაიტანა, მათ შორის გადამწყვეტი "ლაციოსთან" ბოლო მატჩში.

ის მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ შესანიშნავი ნიჭი აქვს და ის ფაქტი, რომ იტალიის სერია A-ში ასე ადრეულ ასაკში გამოდის, ხაზს უსვამს მის მენტალიტეტს. "ნაპოლი" ყოველთვის კარგ საქმეს აკეთებდა ნიჭიერი ფეხბურთელების მოზიდვაში: როდესაც მე იქ ვიყავი, დავიმატეთ გონსალო იგუაინი, ჟორჟინიო, კალიდუ კულიბალი, დრის მერტენსი, რაულ ალბიოლი და ხოსე კალეჰონი, რომლებმაც გუნდს ზრდის საშუალება მისცეს. იგივეს აკეთებს გუნდი კვარაცხელიასთან მიმართებაში", - თქვა 62 წლის ესპანელმა სპეციალისტმა.

"ნაპოლისა" და "ლივერპულის" მატჩი 7 აგვისტოს, ნეაპოლში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, 

სხვა სტატიები