"ხვიჩა კვარაცხელია გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა" - ფრანჩესკო კალცონა
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს 37-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "ფიორენტინას" ესტუმრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლის წყალობით ნეაპოლურმა გუნდმა ქულის მოპოვება შეძლო.
ნეაპოლური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ მატჩის შესახებ მედიასთან ისაუბრა:
გუნდმა დღეს კარგად ითამაშა, კარგ ფიორენტინასთან. პირველი ნახევარი საათით კმაყოფილი ვარ, ბირაგის გოლის შემდეგ გუნდი ცოტათი აირია. მეორე ტაიმში მნიშვნელოვნად გადავერთეთ შეტევაზე და ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვიგეთ.
ჩვენ შეხვედრაში უფრო მეტად დავიხარჯეთ, მაგრამ ამ შედეგით და თამაშის ხარისხით უნდა დავკმაყოფილდეთ. პირველი ტაიმის მიწურულს ბიჭებს ველაპარაკე და ავუხსენი, რომ ძალიან უკან ვიყავით დახეული და ასე თამაში არ შეიძლებოდა, ჩვენ უნდა გადავსულიყავით უფრო მეტად შეტევაზე და ეს გავაკეთეთ.
კლუბმა მომავალ სეზონზე უნდა იფიქროს, მათ თავისი სტრატეგიები ექნებათ, ამის შესახებ პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ისაუბრა და არაფრის დამატება არაა საჭირო.
კვარაცხელია? ის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ახალგაზრდა ბიჭია, ხანდახან ისეთი პერფორმანსი შეიძლება ვერ შემოგვთავაზოს, მაგრამ თამაშის საშუალოზე მაღალი ხარისხი აქვს. ის უნდა გაიზარდოს, ყოველთვის უნდა შეეცადოს, რომ დაცვაშიც ითამაშოს, მაგრამ 23 წლისაა და წინსვლის უზარმაზარი წინაპირობა აქვს. ის ჩემპიონია. კვარას შესახებ დე ლაურენტისის სიტყვებზე კომენტარს არ ვაკეთებ. - ფრანჩესკო კალცონა