რანიერი კვარაცხელიას გოლით აღფრთოვანებული დარჩა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"კალიარიმ" დიეგო არმანდო მარადონაზე "ნაპოლისთან" 2:1 წააგო და 13 ქულით ჩემპიონატის მე-16 ადგილზე იმყოფება. რანიერის გუნდი გასავარდნი ზონის თავზეა და მე-18 ადგილზე მყოფ "ემპოლის" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. მატჩის დასრულების შემდეგ კლაუდიო რანიერიმ შეხვედრაზე ისაუბრა, ოსიმენსა და კვარცხელიას კი ნამდვილი ჩემპიონები უწოდა:
ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ, პირველი ტაიმი უკეთესი იყო, მეორე ტაიმის ჩვენთვის უკეთეს მომენტებში კი თავად მივიღეთ გოლები, ეს ხომ ნაპოლია. ფრე ნამდვილად დავიმსახურეთ, მაგრამ ნაპოლის მხოლოოდ კომპლიმენტები ეკუთვნის. კვარასა და ოსიმენის თამაში ნამდვილად საჩემპიონო იყო. მე-2 გოლი? როცა ასეთ შემოქმედებას ჩემპიონები იგონებენ, სხვა არაფერი დაგრჩენია, გარდა იმისა, რომ საქებარი სიტყვები არ დაიშურო. რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება, უპირველეს ყოვლისა ის, რომ ნეაპოლელები ვაიძულეთ თავი დაეცვათ, მეტი დრო დაეკარგათ, არ ჰქონოდათ თავისუფალი სივრცეები და ებრძოლათ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ. თამაში მარიო რუის შემოსვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, ძირითადი საფრთხე სწორედ რუისა და კვარას ფლანგიდან იყო - განაცხადა კლაუდიო რანიერიმ
"კალიარი" მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს, "ვერონას" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, რანიერის გუნდისთვის ეს შეხვედრა ქულების დაგროვების კარგი შანსია, რადგან "ვერონა" აუტსაიდერია და ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.