Belive

ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი გამორჩეული სტატისტიკა TOP 5 ჩემპიონატში

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ 2023/24 წლების სეზონში კიდევ ერთი გამორჩეული სტატისტიკა მიითვალა, რომელიც TOP 5 ლიგაში მე-3 საუკეთესო შედეგია. Whoscored-ის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში 23 წლის ფეხბურთელი იმ 5 საუკეთესო მოთამაშეს შორის მოხვდა, ვინც სამხელეთო დუელი (Ground duels) ყველაზე მეტჯერ მოიგო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჩამოთვლილთაგან უმეტესობა პრემიერ ლიგის მოთამაშეა.

სრულად საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:

  1. ბრუნო გიმარაეში ("ნიუკასლი") - 268

  2. მოჰამედ კუდუსი ("ვესტ ჰემი") - 264

  3. ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი") - 220

  4. ჟოაო პალინია (ტრანსფერი - "ფულემიდან" "ბაიერნში") - 218

  5. სავინიო (ტრანსფერი - "ტროადან" "მანჩესტერ სიტიში") - 212

სხვა სტატიები