Belive

"ახლა ყველანი მეოთხედფინალზე ვფიქრობთ" - ზურიკო დავითაშვილი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. რამაზ სვანაძის გუნდი ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც აშკარა აუთსაიდერად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა მოაგროვა და ჯგუფი პირველი ადგილით მოიგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩვენი ნაკრების შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით და ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ პირველი ადგილით გავიდოდით. პირველი ტაიმი რთული იყო, თუმცა, საკუთარ თავში ძალა გამოვნახეთ, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია.

ახლა ყველანი მეოთხედფინალზე ვფიქრობთ. ჩვენი მიზანი გამარჯვება და ნახევარფინალში გასვლაა." - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.

ჯერჯერობით, რამაზ სვანაძის გუნდის მეტოქე ცნობილი არ არის. მეოთხედფინალში ჩვენს სავარაუდო მეტოქეებს შორის გერმანია, ისრაელი და ჩეხეთი არიან.

სხვა სტატიები