Belive

რამდენს გადაიხდის ვალენსია? მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მამარდაშვილი ესპანეთში "ვალენსიას" მე-2 გუნდში სათამაშოდ გადავიდა, თუმცა ტრანსფერიდან 1 თვის შემდეგ, ქართველმა მეკარემ თავი ლა ლიგას გააცნო. მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატის პირველ მატჩში "ხეტაფესთან"  შესანიშნავი თამაში ჩაატარა და მეტოქეს გოლი არ გაატანინა. 20 წლის მეკარე სხვადასხვა გამოცემამ ტურის სიმბოლურ გუნდშიც შეიყვანა. შეგახსენებთ, რომ გიორგი "ვალენსიაში" "დინამო თბილისიდან", იჯარის წესით თამაშობს. ამ მატჩის შემდეგ კი გუნდში გიორგის დატოვებაზე სერიოზულად დაფიქრდნენ. ესპანური მედიის ინფორმაციით, თუ "ღამურები" ქართველს 31 დეკემბრამდე გამოისყიდიან, "დინამო თბილისს" 650 ათას ევროს გადაუხდიან, ხოლო სეზონის ბოლოს ამის გაკეთება "ვალენსიას" 900 ათას ევროდ შეეძლება. გარდა ამისა, შეთანხმების მიხედვით, "დინამო თბილისი" მომდევნო ტრანსფერიდან 10%-იან წილს მიიღებს.

სხვა სტატიები