დინამო თბილისის მეკარე ლისაბონის სპორტინგში გადავიდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"პაპუნა ბერუაშვილი "დინამოდან" 1-წლიანი იჯარით ლისაბონის "სპორტინგში" გადავიდა. შეთანხმება მიღწეულ იქნა რამდენიმე თვის წინ, "სპორტინგს" კი აქვს გამოსყიდვის უფლება.ახალგაზრდა გოლკიპერი "დინამოს" აკადემიაში 2016 წლის შემდეგ ირიცხება და უმეტესად მეორე გუნდის მაისურით თამაშობს, თუმცა წინა და მიმდინარე სეზონში იგი რამდენჯერმე ეროვნული ლიგის მატჩებისთვის ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა.რაც შეეხება მის სათამაშო პრაქტიკას, იგი კონკრეტულად ბ გუნდში ან ასაკობრივ შემადგენლობაში არ გადასულა, იგი "სპორტინგის" მთავარ გუნდში მივიდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ნიჭიერი და შრომისმოყვარეა, ამ ასაკში ანტონიო ადანთან კონკურენციის გაწევა გაუჭირდება. ჩემთვის სავარაუდოა რომ ის ან B გუნდში ითამაშებს, ან შეხვედრებს U23-ში ჩაატარებს. შესაძლებელია ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზეც ვიხილოთ, სადაც "სპორტინგი" წელს ჯგუფურ ეტაპზე გამოვა. "სპორტინგმა" ბოლოს მისი თამაში მარტში, სანაკრებო პაუზის დროს იხილა, სადაც პაპუნა ჩვენი 18-წლამდე ნაკრების კაპიტანი გახლდათ, თუმცა იქამდე პორტუგალიელებს მის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდათ", -თქვა აგენტმა.🗣 “Sinto-me muito bem e feliz por assinar pelo maior clube de Portugal. Espero jogar o máximo de jogos que conseguir e... Posted by Sporting Clube de Portugal on პარასკევი, 08 ივლისი, 2022