რაფინია ტრავმირებულია: ბრაზილიელი ბარსელონას მნიშვნელოვან მატჩებში დააკლდება
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას მარცხენა გარემარბი, რაფინია ტრავმირებულია. ბრაზილიელი ვარსკვლავი საფრანგეთის ნაკრებთან გამართულ (1:2) მატჩში ტრავმის გამო შეცვალეს.
ზედიზედ ორჯერ მიღებული ბარძაყის კუნთის ტრავმის გამო, რაფინიამ ამ სეზონში თვენახევარი უკვე გამოტოვა და შესაძლებელია გუნდს კიდევ დიდხანს ვერ დაეხმაროს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნის გამოტოვება მოუწევს 28 წლის ფეხბურთელს, მაგრამ სამედიცინო შემოწმების შემდეგ ცნობილი გახდება, თუ როდის შეძლებს ბრაზილიელი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას. ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია რაფინიამ მადრიდის ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორივე მატჩი გამოტოვოს.
ბარსელონა ლა ლიგაში 29 ტურის შემეგ 73 ქულით ლიდერობს, შემდეგი მატჩი კი 4 აპრილს, ატლეტიკოსთან უნდა ჩაატაროს.