Belive

მალდინი: "მეტირება და თან მეცინება, როდესაც ვიგებ, რომ სუარესი რონალდოს ურჩევნიათ..."

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ლეგენდარულმა მცველმა - პაოლო მალდინიმ, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდები - ლუის სუარესი და ბრაზილიელი რონალდო შეადარა.

"ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად მესმის, რომ კიჭას (რონალდოს) ლუის სუარესს ადარებენ და იძახიან, რომ ლუის სუარესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 9-ნომერიაო.

არ ვიცი ეს ხალხი სად სწავლობს ფეხბურთს და რა ხერხებით ცდილობენ ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარებას, თუმცა როდესაც ვიგებ, რომ სუარესი რონალდოს ურჩევნიათ, ტირილის და სიცილის ემოცია ერთად იჩენს ხოლმე თავს.

სხვა საფეხბურთო შესაძლებლობებს რომ თავი დავანებოთ, მე, რომელიც რონალდოს წინააღმდეგ ვთამაშობდი, ნათლად ვაცხადებ, რომ რონალდო არასდროს ისე არ მოიქცევა, როგორც სუარესი იქცეოდა - კბენს მოწინააღმდეგეებს, მუდმივად ცდილობს, რომ მეტოქე ფეხბურთელი პროვოკაციაზე წამოიკიდოს და შემდეგ მომენტი გააფორმოს - ამას რონალდო არ იკადრებდა, რადგან მას პირველ რიგში მეტოქის პატივისცემა ჰქონდა." - პაოლო მალდინი

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული პაოლო მალდინი მთელი კარიერის განმავლობაში "მილანის" ღირსებას იცავდა. მას "როსონერის" შემადგენლობაში 901 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 33-ჯერ გოლით, 43-ჯერ კი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მან "მილანთან" ერთად 3-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 7-ჯერ კი იტალიის ჩემპიონი გახდა.

სხვა სტატიები