რაფინია: "ჰანსი ფლიკი რომ არა, ბარსელონას ვტოვებდი - მან თავდაჯერებულობა შემმატა..."
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, ბარსელონამ 'სამეფო კლუბი' 3:2 დაამარცხა და ესპანეთის სუპერ თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
მატჩის მთავარი გმირი რაფინია იყო, რომელმაც ფინალში დუბლი შეასრულა, საბოლოო ჯამში სუპერ თასზე კი 4 გოლის გატანა შეძლო, რის შემდეგაც იგი სუპერ თასის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მატჩის დასრულებისა და ტიტულის მოგების შემდეგ, 29 წლის ბრაზილიელმა შემტევმა, ჟურნალისტებთან ჰანსი ფლიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კლუბის დატოვება გადაწვეტილი ჰქონდა, თუმცა ჰანსი ფლიკმა იგი სრულიად შეცვალა.
"ალბათ ბევრი ადამიანი ამჩნევს ჩემს განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ჰანსი ფლიკის მიმართ და ანალოგიურად.
დიახ ეს ასეა, რადგანაც მან მთელი ჩემი საფეხბურთო კარიერა შეცვალა. ჰანსი ფლიკი რომ არ მოსულიყო, კლუბის დატოვება გადაწყვეტილი მქონდა. მან ყველაფერი შეცვალა. მითხრა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდებოდი და ვიქნებოდი გუნდისთვის. ფეხბურთელს ეს სჭირდება - მან თავდაჯერებულობა შემმატა და ფაქტიც სახეზეა.
თავს ახლა უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ და ვგრძნობ იმასაც, რომ ჰანსი ფლიკი ნამდვილი პროფესიონალი და ჯადოქარია. თამამაც შემიძლია ვთქვა, რომ მე მისნაირ პროფესიონალთან არასოდეს მიმუშავია და მე მისი ძალიან მადლიერი ვარ..." - რაფინია
Raphinha ❤️ Hansi Flick
— 433 (@433) January 11, 2026
“If Hansi Flick didn't come I would have left Barça. He changed everything. He told me I was going to be important. This is what a player needs: Confidence." pic.twitter.com/JtdjgYia3P
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 სეზონია რაფინია კატალონიური გრანდის მთავარი გასაღებია. მან გასულ სეზონში საოცარი ფეხბურთი ითამაშა და მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო იყო - აქტიურად იწერებოდა იმის შესახებაც, რომ იგი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იქნებოდა...
29 წლის ბრაზილიელს ბარსელონაში უკვე 161 მატჩი დაუგროვდა, სადაც 65 გოლის გატანა და 55 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.