Belive

კარლო ანჩელოტი: "ჩვენ ოქროს ბურთი 1 ივნისს მოვიგეთ..."

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

2024 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 28 ოქტომბერს, პარიზში გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ესპანელი ნახევარმცველი - როდრი გახდა, რამაც სოციალურ ქსელსა და საფეხბურთო სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ამ ფაქტის შესახებ, ჩემპიონთა ლიგის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა.

"დიდად არ მინდა, რომ ამ თემას შევეხო, რადგან ეს უკვე წარსულია და არ მსურს ამ თემაზე საუბარი.

ვულოცავ იმას, ვინც ეს პრიზი მოიგო, თუმცა ჩვენ ოქროს ბურთი 1 ივნისს მოვიგეთ, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ვიზეიმეთ. არ გვჭირდება ინდივიდუალური პრიზები, ჩვენ ერთი გუნდი და დიდი ოჯახი ვართ..." - კარლო ანჩელოტი

შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე 2 კვირით ადრე, სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატი - ვინისიუსი იყო, თუმცა, 27 ოქტრომბერს, ანუ ოქროს ბურთის დაჯილდოებამდე 1 დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოქროს ბურთს ვინისიუსი ვეღარ მიიღებდა, რის გამოც მადრიდის "რეალმა" დაჯილდოების ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათი წარმომადგენელი დაჯილდოებას არ დაესწრო.

სხვა სტატიები