Belive

რაფა მარკესი | ბარსელონას მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ განაცხადა, რომ პოსტს სეზონის ბოლოს დატოვებს, შაბათს ლა ლიგაში "ვილიარეალთან" საშინაო წაგების შემდეგ (5:3) რაღაც ასეთი უკვე მოსალოდნელი იყო, რადგან გუნდში ნამდვილად არაა კარგი სიტუაცია. მარცხის შემდეგ, მისმა ხავის ყოფილმა თანაგუნდელმა რაფა მარკესმა თავის სურვილზე ისაუბრა - რომ ერთ მშვენიერ დღეს ბარსა ჩაიბაროს, მაგრამ აღიარა, რომ ის კვლავ ვითარდება როგორც მწვრთნელი, რადგან სულ რაღაც მეორე სეზონს ატარებს "ბარსა B"-ში.

სამწუხაროა, რომ პირველ გუნდში ასეთი მდგომარეობაა. ვფიქრობ, საბჭოს ექნება დრო, რომ კარგად დაფიქრდეს სეზონის ბოლომდე, აირჩიოს მწვრთნელი, რომელსაც გადაწყვეტს. მე გავაგრძელებ საკუთარი თავის მომზადებას, ცხადია, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ საქმით, რასაც ვაკეთებ, თუ ჩემი ჯერი მოვა, ალბათ ეს საჭირო დროს მოხდება.

კითხვაზე, მოხარული იქნება თუ არა ამ სამუშაოზე, მან უპასუხა: "ვინ არ იქნება, არა? მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გავაგრძელო საკუთარი თავის მომზადება, რადგან აქ ეს ჩემი მწვრთნელობის მეორე სეზონია. ყველანაირად ვცდილობ მზად ვიყო მომენტისთვის. თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ისეთ შესაძლებლობაზე, როგორიც პირველი გუნდის გაწვრთნაა. თუ ამ შესაძლებლობას მომცემენ ყველაფერს გავაკეთებ წარმატების მისაღწევად. - განუცხადა ჟურნალისტებს რაფა მარკესმა

ბარსელონა 10 ქულით ჩამორჩება ლა ლიგის ლიდერ მადრიდის "რეალს". 44 წლის მწვრთნელმა თქვა, რომ მან ყველაფერი მისცა კლუბს, რაც ჰქონდა, მაგრამ საჭიროა "დინამიკის" შეცვლა ფეხბურთელების სასიკეთოდ. ესპანელმა, რომელსაც ჯერ კიდევ ერთი წელი აქვს დარჩენილი კონტრაქტის ამოწურვამდე, პოსტი 2021 წლის ნოემბერში დაიკავა და კატალონიურ გუნდს 2022/23 წლების პირველ სრულ სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატიც მოაგებინა, მაგრამ მას შემდეგ გუნდს დაღმასვლა დაეწყო.

სხვა სტატიები