Belive

გვარდიოლა: ,,ესპანეთში მუშაობა ინგლისში მუშაობაზე ათასჯერ უფრო რთულია''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარნლისთან'' მატჩის წინ, ,,მანჩესტერ სიტის'' მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ხავიზე ჰკითხეს, რომელმაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ,,ბარსელონადან'' წასვლის გადაწყვეტილება მიიღო:

,,ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ინგლისში არსებულ წნეხს ესპანურ წნეხს ვერც კი შევადარებთ. იქ მუშაობა ათასჯერ უფრო რთულია, ვიდრე აქ...

იმ ზეწოლას, რომელსაც ბარსელონაში განიცდი, ვერაფერი შეედრება. ხავის შესანიშნავად მესმის.'' - პეპ გვარდიოლა

,,ვილიარეალთან'' წაგებული მატჩის შემდეგ, ხავიმ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ,,ბარსელონას'' დატოვებს.

44 წლის სპეციალისტმა კატალონიური გუნდი 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით ,,ბლაუგრანამ'' ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები