Belive

პირველი ნაბიჯები სამწვრთნელო კარიერაში - ბონუჩის U20 ნაკრებში ენდნენ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული იტალიელი მცველი - ლეონარდო ბონუჩი, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, საკუთარ ძალებს სამწვრთნელო კარიერაში გამოცდის.

37 წლის მცველი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა რამდენიმე თვის წინ "ფენერბაჰჩეში" დაასრულა, იტალიის ასაკობრივი (U20) ნაკრების მწვრთნელის მთავარ ასისტენტად დაინიშნა.

მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, ლეონარდო ბონუჩიმ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან ამაყი ვარ რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. არ არის მარტივი, თუმცა ყველაფერი იწყება, შემდეგ კი ვვითარდებით, მთავარია დაიწყო.

დიდი ხანია სამწვრთნელო კარიერაზე ვფიქრობ და ვნახოთ რა გამომივა. დიდი მადლობა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ნდობისთვის.

მზად ვარ ახალი გამოცდილებისა და გამოწვევებისთვის." - ლეონარდო ბონუჩი

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩი ევროპის ჩემპიონია. იგი იტალიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში მეოთხე ფეხბურთელია, რომელსაც ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული (121).

სხვა სტატიები