"ევროტურნირზე მოხვედრა და ლაციოდან წასვლა" - პედრო რომაულ გუნდში დასკვნით სეზონს ატარებს
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიური მედიის ინფორმაციით, ესპანელი პედრო ამ სეზონის შემდეგ გუნდს შეიცვლის. ლაციოს შემტევი ამ საკითხზე თავად საუბრობს და ამბობს, რომ რომაულ გუნდში დასკვნით სეზონს ატარებს.
"მსურს, რომ ლაციომ ევროპულ ტურნირზე გასვლა მოახერხოს და შემდეგ გუნდის შეცვლის დრო დადგება", - ამბობს პედრო.
ბარსელონას აღზრდილი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ლონდონის ჩელსიდან იტალიის სერია A-ში გადაბარგდა და ჯერ რომაში თამაშობდა, 2021 წლის შემდეგ კი პრინციპული მეტოქის, ლაციოს შემადგენლობაში გამოდის.
38 წლის ფეხბურთელს ლაციოს შემადგენლოაბში 185 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი და 18 საგოლე პასი გაკეთებული. ამ სეზონის შემდეგ მხარეებს შორის ხელშეკრულება იწურება და ესპანელი თავისუფალი აგენტი ხდება.