Belive

რაბიო: ,,ხშირად მესმის, რომ ოქროს ბურთს მესი მოიგებს, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, ჯილდო მბაპეს ან ჰოლანდს უნდა გადაეცეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ტურინის ,,იუვენტუსის'' ნახევარმცველის, ადრიენ რაბიოს, აზრით, წელს ,,ოქროს ბურთის'' მოგებას კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი იმსახურებენ:

,,ხშირად მესმის, რომ ოქროს ბურთს წელს მესი მოიგებს...

თუმცა, სპორტული შედეგების გათვალისწინებით, ჯილდო კილიან მბაპეს ან ერლინგ ჰოლანდს უნდა გადაეცეს. ყველაფერი კრიტერიუმებზეა დამოკიდებული, რომელზეც ვერავინ თანხმდება. მაგრამ, ოქროს ბურთი ამ ორიდან ერთ-ერთმა უნდა მოიგოს. - ადრიენ რაბიო

წელს ,,ოქროს ბურთის'' დაჯილდოების ცერემონიალი 30 ოქტომბერს, პარიზში გაიმართება.

30 ნომინანტს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

სხვა სტატიები