მბაპე გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზადაა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპე ავადმყოფობის შემდეგ რეალ მადრიდს დაუბრუნდა და არსებობს დიდი შანსი, რომ ის კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე იუვენტუსთან ითამაშებს.
მსოფლიო ჩემპიონმა ფრანგმა, შეერთებულ შტატებში მიმდინარე საკლუბო მუნდიალზე „ბლანკოსის“ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი გამოტოვა - მწვავე გასტროენტერიტის მძიმე შემთხვევის გამო, მას საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა.
26 წლის თავდამსხმელი სრულად გამოჯანმრთელდა და ახლა რეალი კიდევ უფრო დიდი ფავორიტია, რომ მდიდარ კოლექციას კიდევ ერთი ტიტული დაამატოს. ხაბი ალონსომ განაცხადა, რომ მბაპე იუვენტუსთან 1/8 ფინალის მატჩს, დიდი ალბათობით, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.
🚨 Kylian Mbappé will finally be BACK in action tonight. 🔥 pic.twitter.com/pPNc36ki8Z
— Madrid Zone (@theMadridZone) July 1, 2025