Belive

Goal.com-მა ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები დაასახელა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

Goal.com-მა ,,ოქროს ბურთის'' მოგების ნომინანტთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ვერსიით, წინა რეიტინგის მსგავსად, ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი კვლავ მადრიდის ,,რეალის'' ინგლისელი შემტევი, ჯუდ ბელინგემია.

,,ახალი სეზონის დაწყების შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემი, რეალის გარემოს მოერგო ისე, როგორც ეს კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ არავის გაუკეთებია. ინგლისელმა ბევრ გოლთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა - მათ შორის დუბლი ელ კლასიკოში და ასევე დუბლი ჟირონას წინააღმდეგ, რასაც ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტიც ეწოდა.

ბელინგემის ფორმის გათვალისწინებით, ევროპის ჩემპიონატის მოგებაში იქნება დარწმუნებული ინგლისის ეროვნული ნაკრებიც. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ ამ მომენტისთვის ჯუდი მთავარი ფავორიტია.- წერს Goal.com

Goal.com-ის რჩეულთა შორის, ხუთეულში მოხვდნენ კილიან მბაპე, ერლინგ ჰოლანდი, ფილ ფოდენი და როდრი. ნომინანტთა შორის ყველაზე მეტი ფეხბურთელი სწორედ ,,მანჩესტერ სიტიდანაა''.

,,ოქროს ბურთის'' 20 მთავარი პრეტენდენტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ჯუდ ბელინგემი

  2. კილიან მბაპე

  3. ერლინგ ჰოლანდი

  4. ფილ ფოდენი

  5. როდრი

  6. ჰარი კეინი

  7. მოჰამედ სალაჰი

  8. ვინისიუს ჟუნიორი

  9. ანტუან გრიზმანი

  10. ბუკაიო საკა

  11. ვირჯილ ვან დაიკი

  12. ხულიან ალვარესი

  13. ბერნარდუ სილვა

  14. დეკლან რაისი

  15. კევინ დე ბრუინე

  16. ლაუტარო მარტინესი

  17. ფლორიან ვირცი

  18. როდრიგო

  19. კრიშტიანუ რონალდუ

  20. ლეო მესი

სხვა სტატიები