Belive

რაბიო კეინის პენალტზე: ,,სამართლიანობამ გაიმარჯვა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, ინგლისთან მოგებულ მატჩში კეინის გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე ისაუბრა:

,,დარწმუნებული არ ვარ, რომ იქ საერთოდ ჯარიმა იყო. მსგავსი რამ ასჯერ გვინახავს, მაგრამ თამაშის წესების დარღვევა არ დაფიქსირებულა.

რა თქმა უნდა, როცა კეინმა პენალტი გააფუჭა ძალიან გაგვიხარდა. სამართლიანობამ გაიმარჯვა, რადგან ჯარიმა არ ყოფილა. თუმცა ხანდახან იღბალი გჭირდება, რაც ამ მატჩში ჩვენკენ იყო. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლით ვამაყობთ,'' - განაცხადა რაბიომ.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში საფრანგეთმა ინგლისს 2:1 მოუგო. მატჩის მიწურულს ჰარი კეინს გათანაბრება შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა.

ნახევარფინალში საფრანგეთის მეტოქე მაროკო იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში პორტუგალიას აჯობა.

სხვა სტატიები