Belive

9 გოლი ნახევარფინალში | ესპანეთი ერთა ლიგის ფინალში ითამაშებს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის ფინალის საგზურისთვის ორი გამორჩეული ევროპული ნაკრები იბრძოდა. შტუტგარტში ჩატარებული შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება გულშემატკივრებისათვის - ესპანეთმა საფრანგეთის ნაკრები 5:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

მოქმედი ევროპის ჩემპიონების რიგებში 17 წლის ლამინე იამალი ბრწყინავდა - 59-ე წუთამდე ესპანეთმა 4 უპასუხო გოლი გაიტანა. ნიკო უილიამსის, მერინოს, იამალისა და პედრის გოლებით თითქოს ინტრიგა 1 საათში მოკვდა. მბაპემ პენალტი გაიტანა, თუმცა იამალმა დუბლი 67-ე წუთზე შეასრულა და 5:1.

ამის შემდეგ საქმეში ცვლილებაზე გამოსული რაიან შერკი ერთვება, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მატჩი იყო ნაკრების მაისურით. შერკიმ ჯერ თავად გაიტანა ულამაზესი გოლი, შემდეგ ვივიანმა საკუთარ კარში შეაგდო, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი შერკიმ კოლო მუანის გაატანინა.

8 ივნისს, ესპანეთი პორტუგალიასთან ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, საფრანგეთი კი მესამე ადგილის დასაკავებლად გერმანიის დამარცხებას შეეცდება.

სხვა სტატიები