Belive

კომპანი: "რეალის სტადიონი ბოლო 15 წუთში იცვლება"

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ დაპირისპირებაში, რეალსა და ბაიერნს შორის, მაყურებელმა უმაღლესი კლასის ფეხბურთი და ბავარიელების გამარჯვება (1:2) იხილა. მატჩი თავისი ინტენსივობითა და გაცვლილი მომენტებით, დიდხანს დაამახსოვრდება ფეხბურთის გულშემატკივარს - ამას ემატება ისიც, რომ 40 წლის ნოიერმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ნომერია - გერმანელი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.

ეს სტადიონი (სანტიაგო ბერნაბეუ) ბოლო 15 წუთში იცვლება და ნამდვილი ბრძოლისთვის სწორედ მაშინ უნდა იყო მზად. ჩვენ შეგვიძლია იგივე ატმოსფერო შევქმნათ „ალიანც არენაზე“. მოუთმენლად ველით ამას.

ჩვენ გვქონდა შანსები, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა. იმედია, გერმანიაში მომენტებს არ გავაფუჭებთ. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, თუ რატომ ვერ გავიმარჯვებთ, მაგრამ გვახსოვს ისიც, რომ რეალის ფეხბურთელებს წარმოუდგენელი ნიჭი აქვთ.

გუნდმა დაიმსახურა საკუთარი თავით კმაყოფილი იყოს - ფეხბურთელებმა მაღალი დონე აჩვენეს - ჩემი პირველი შეცვლები თანაბარი იყო. თუმცა, ბოლოსკენ, თამაშის 'მოკვლა' ვცადე. - განაცხადა ვენსან კომპანიმ

ბაიერნი რეალს ლუის დიასისა და ჰარი კეინის გოლებით უგებდა, ანგარიშის სხვაობა კი კილიან მბაპემ, 74-ე წუთზე შეამცირა. გამეორებითი მატჩი 15 აპრილს, მიუნხენში გაიმართება.

სხვა სტატიები