რა სხვაობაა მესისა და ჰოლანდს შორის? - გვარდიოლას პასუხი
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, უპასუხა შეკითხვას თუ რა სხვაობაა ერლინგ ჰოლანდსა და ლეო მესის შორის:
,,განსხვავება, ალბათ, ისაა, რომ ჰოლანდს მაღალი შედეგიანობისთვის ყველა მისი თანაგუნდელი სჭირდება, ის საოცარი ფეხბურთელია.
მესის კი შეუძლია, ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოს,'' - გვარდიოლას სიტყვებს beIN Sports-ი ციტირებს.
,,მანჩესტერ იუნაიტედთან'' მოგებულ შეხვედრაში (6:3) ერლინგ ჰოლანდმა ჰეთთრიკი გაიფორმა და გახდა პირველი ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, რომელმაც სამი გოლი ზედიზედ სამ საშინაო მატჩში გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,სიტის” მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
Pep Guardiola on Lionel Messi and if he now gets the feeling that Erling Haaland will score in every game: "The difference, Erling needs maybe all his mates, you know to do it. Unbelievable. Messi had the ability for himself to do it."https://t.co/rodCdrrvrT
— Roy Nemer (@RoyNemer) October 3, 2022