Belive

გილერმო ოჩოა: 'მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მინდა'

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მექსიკის ნაკრების ვეტერანმა მეკარემ, გილერმო ოჩოამ განაცხადა, რომ სურს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების შემადგენლობაში იყოს და არანაირ შეღავათს არ მიიღებს, ამისთვის ბრძოლას აპირებს.

2025 წლის ოქროს თასის (ამერიკის კონტინენტის ნაკრებები + საუდის არაბეთი) აღმართვის შემდეგ, გილერმო „მემო“ ოჩოამ ისტორიული მიზანი დაისახა: გახდეს პირველი მოთამაშე, რომელიც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე იქნება გუნდის განაცხადში. 2026 წლის ტურნირის მოახლოებასთან ერთად - რომელსაც მექსიკა, აშშ და კანადა ერთობლივად უმასპინძლებენ, ოჩოა კვლავ მოტივირებულია.

მე არ ვითხოვ კეთილგანწყობას - მინდა დავიმსახურო ეს. ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ვიბრძვი, რათა უმაღლეს დონეზე დავრჩე. ადამიანებმა, ვინც ჩემს კარიერას ადევნებდა თვალყურს, იციან, რამდენი რამ გავეცი და იციან, რომ ყველაფერს გავაგრძელებ, თუ შანსი მექნება. - განაცხადა გილერმო ოჩოამ

39 წლის ოჩოა თავისუფალი აგენტია, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შეინარჩუნოს საუკეთესო ფორმა და ღიაა შეთავაზებებისთვის - თუნდაც ლიგა მექსიკის კლუბებისგან.

მიუხედავად იმისა, რომ ოქროს თასის არცერთ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, ოჩოა გუნდს კაპიტნობდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლიდერის როლი ითამაშა. ასწავლიდა ახალგაზრდა მეკარეებს, როგორებიც არიან: ლუის ანხელ მალაგონი და რაულ რანხელი. მექსიკის მწვრთნელმა, ხავიერ აგირემ აკადემიური პასუხი გასცა ოჩოას საკითხს: "ოჩოას მოუწევს ბრძოლა თავისი ადგილისთვის, როგორც ყველას".

დიდი შანსია, რომ მუნდიალზე მეექვსედ ითამაშებენ მესი და კრიშტიანუ რონალდუც.

სხვა სტატიები